პრემიერი ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე: ჩემი ინფორმაციით ერთი დამნაშავე შეიჭრა ბანკის ფილიალში და ვაცალოთ პოლიციას

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ერთერთ ღონისძიებაზე ყოფნისას პირდაპირ ეთერში უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან და მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკაშირებით.

“ამ წუთში რაც ინფორმაცია მაქვს, ეს არის ერთი დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ შეიჭრა ერთერთი ბანკის ფილიალში. დარწმუნებული ვარ სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და რაც მთავარია, მშვიდობიანად. ვაცალოთ ამ ხალხს”,  – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს და მძევლებად ბანკში მყოფი ადამიანები აიყვანეს, ადგილზე მობილიზებულია შსს-ს სპეცრაზმი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად