პრემიერი: ზუგდიდში არჩევნები ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ხიდია

“ზუგდიდში არჩევნები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ზუგდიდი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პუნიციპალიტეტია, სადაც 120 000 ამომრჩეველი ცხოვრობს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა კითხვაზე, ზუგდიდის მერის არჩევნები ამ რანგში იქნებოდა აყავნილი, მასში ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს სანდრა რულოვსს რომ არ მიეღო მონაწილეობა.

“ამავე დროს ეს არის იმ რეგიონის ცენტრი, რომელიც არის ხიდი რომ გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს მოსახლეობასთან, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყველაზე დიდ ჩვენს ტკივილთან. აქედან გამომდინარე, ზუგდიდში არჩევნები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...