პრემიერი: ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალებით პოლიტიკური სპეკულაცია ამორალურია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ამ ტრაგედიით პოლიტიკური სპეკულაცია სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში“ ინტერნეტმომხმარებლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„მინდა, სამძიმარი მინდა გამოვუცხადო გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახს, ნათესავებს კოლეგებს, მოხდა ადამიანური ტრაგედია და ამაზე პოლიტიკური სპეკულაცია სრულიად მიუღებელი და ამორალურია“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად