პრემიერი ჟურნალისტს: წაართვით არასწორი ფორმულირებაა – ქუთაისს აქვს საგანმანათლებლო, ტურისტული და ინდუსტრიული ფუნქცია

“წაართვა არასწორი ფორმულირებაა. რა თქმა უნდა, რეგიონული მნიშვნელობისა და მიმზიდველობის საგანმანათლებლო ცენტრი ბევრად უფრო სერიოზული არგუმენტია ვიდრე ყველა ის ჩამოთვლილი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

“ეს არ არის ბოლო პროექტი ქუთაისისთვის. ქუთაისს თავისი ფუნქცია აქვს, რომელიც სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს, ეს არის როგორც საგანმანათლებლო, ტურისტული, ასევე ინდუსტრიული. ინდუსტრიული მიმართულებითაც ბევრი რამ კეთდება ქუთაისში, სამედიცინო და ჯანდაცვის მიმართულებით. მერწმუნეთ, ქუთაისს ისტორიულადაც ყოველთვის თავისი განსაკუთრებული ფუნქცია აქვს ქვეყნის განვითარებაში და ეს ფუნქცია სულ უფრო და უფრო გაძლიერდება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, კონტროლის პალატა და პარლამენტი რატომ წაართვით ქუთაისს, უნივერსიტეტია ალტერნატივა?

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად