პრემიერი ჟურნალისტებს: პირბადე მიკეთია, ტესტიც გავიკეთე, თქვენ რა გინდათ, თვითიზოლაციაში გადავიდე?

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, თანაგუნდელ ნინო წილოსანის ინფიცირების მიუხედავად, მისი თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება არ არის, რადგან პირბადეს ატარებს.

როგორც გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ისიც რომ გურიაში საარჩევნო შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ ტესტიც გაიკეთა და პასუხი უარყოფითია. 

“მე არ ვიცი წილოსანი თავისი ცხოვრების რა ნაწილზე საუბრობდა რომ პირბადე ეკეთა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პირობებში, როდესაც ჩვენ გვქონდა ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობა ამ კამპანიაში,ყველას, მეც მათ შორის, გვეკეთა პირბადე, მათ შორის ქალბატონ წილოსანსაც. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ვთქვათ, რომ ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო ძალზედ მაღალი, მაგრამ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს ჩემს თანამშრომელბთან, შეხვდრებიდან რომ დავბრუნდი, წავედი, ტესტი გავიკეთე და ეს ტესტი არის უარყოფითი. პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე და ახლა თქვენ რა გინდათ: თვითიზოლაციაშიც გადავიდე და რა ვქნა, ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ, რაიმე იდეა შემომთავაზოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად