პრემიერი: ვირუსი არსად წასულა, ვირუსი არის ჩვენთან – უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ ჰიგინის ელემენტარული წესები

„ვირუსი არსად წასულა, ვირუსი არის ჩვენთან და როდესაც ვამბობთ, ადაპტაციის ეტაპზე ვართ, ეს ნიშნავს იმას რომ უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება. რაც მარტივი წესების დაცვას ნიშნავს – უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ ჰიგინის ელემენტარული წესები და დავიცვათ დისტანცია. რაც უფრო მაღალი დისციპლინა გვექნება ამ მოთხოვნების დაცვაში , მით უფრო ნაკლები გვექნება გავრცელება და უფრო ნაკლები იქნება დაწოლა, როგორც ეკონომიკაზე, ასევე ჯანდაცვის სისტემაზე“, – ამის შესახებ საქართველო პრემიერმინისტრმა გიორგი გახარია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“არ უნდა გვქონდეს ილუზია, ჩვენ აქაც, ადაპტაციის და მართვის ეტაპზე უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დისციპლინირებულები იმისთვის რომ მოვიგოთ დრო, სანამ გლობალურად მსოფლიოში შეიქმნება ვაქცინა და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ რომელიმე ცალკე აღებული სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, დაამარცხებს ვირუსს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად