პრემიერი: ვარშავის სამიტზე, სამხედრო ნაწილში, ჩვენი პროგრესი უნდა დაფიქსირდეს

„მე ვფიქრობ, ვარშავის სამიტზე ნამდვილად უნდა დაფიქსირდეს ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, განსაკუთრებით სამხედრო ნაწილში. ჩვენი სამხედროების თავსებადობა ნატო-ს სამხედრო შენაერთებთან ფაქტიურად იდეალურია. ამ მიმართულებით მნისშვნელოვანი როგრესული ნაბიჯები გადაიგდა“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.

„შემდეგი აქცენტი უნდა გაკეთდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაღრმავებაზე და ჩვენ ამ მიმართულებით თანამშრომლობის უფრო ღრმა ფორმას ველოდებით“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...