პრემიერი: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედებებზე სახელმწიფო შემდგომშიც იგივეს გააკეთებს

“ადრე, ის რაც ხდებოდა, იყო შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობა, ახლა ჩემი პასუხისმგებლობაა როგორც პრემიერმინისტრის, სხვაობა არაფერი არ არის” – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან.

“ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად დაცულია და გახსოვთ  ყველას, რომ რამდენიმე დღის განმავლობასი ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე. მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ქუჩების ბლოკირებისკენ, შემდეგ, პარლამენტის შენობის, პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ფაქტობრივად, თავს დაესხნენ დეპუტატებს, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, პოლიციამ და მთავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რისი უფლებაც ჰქონდა, უკანონო აქციის შეწყვეტის შესახებ, რაც გააკეთა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში.

და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, შემდგომშიც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს” – განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად