პრემიერი: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ ჩვენი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს განზომილებას

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას, დღეის მდგომარეობით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ეს გახლავთ ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ არაერთხელ ხაზგასმით განვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოესი გამოწვევაც და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და პირველ რიგში, სამუშაო ადგილებში. და ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენს სოციალურ ან პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში და იწვევს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ასეთ მნიშვნელოვან ჩვენს განზომილებაზე ცხოვრების, როგორიც არის ეკონომიკური ცხოვრება. ამიტომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები,რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას, დღეის მდგომარეობით და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ეს გახლავთ ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ და საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად