პრემიერი: თბილისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, გორში და ქუთაისში სასწავლო პროცესი გაიდო 1 ოქტომბრამდე

როგორც ბათუმში და ქობულეთში, მსხვილ ქალაქებში, თბილისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, გორში და ქუთაისში ნებისმიერ სასწავლო პროცესი უმაღლესი და სასკოლო, გაიდო 1 ოქტომბრამდე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისრტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„პანიკის საფუძველი არ არსებობს. დღეის მდგომარეობით ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 ლოგინი, იმისთის რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მათ შეეძლოთ სწრაფად და ეფექტურად მკურნალობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, დღეს, დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 20 პაცენტი გამოჯანმრთელდა

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად