პრემიერი: თავს ვერ გაიმართლებს ის, ვინც გაურკვეველი კრიმინალური ქეისების გამო, საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა

„მოქალაქეების წინაშე თავს ვერ გაიმართლებს ის, ვინც გაურკვეველი კრიმინალური ქეისების გამო, საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა”, – საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება და პარლამენტის თითოეულ წევრს ამ შედეგს ულოცავს.

„პირველ რიგში, მინდა, თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი, ყველას, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, ვინც შეძლო ქვეყნის ინტერესები მის პირად, ეგოისტურ ინტერესებსზე მაღლა დაეყენებინა“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ცვლილებების პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„საკონსტიტუცციო ცვლილებები, რომელიც ჩვენ გვაახლოებს უფრო პროპორციულ და საბოლოო ჯამში, პროპორიციულ საარჩევნო სისტემასთან, ჩემთვის პირადად ნიშნავს რამდენიმე სერიოზულ მიღწევას. პირველ რიგში, ეს არის შეუბრუნებელი პროცესი, რომელზეც ქართული, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90-იანი წლებიდან ოცნებობდა და ეს ვერავინ გააკეთა, ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ“.

რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, სახელისუფლო გუნდმა მოახდინა სრული მობილიზება და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების და რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის, ჩვვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, დღეს ყველამ ერთად დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი, ამას მივეცით ჩვენ ახლა ხმა”. – ამბობს პრემიეირი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად