პრემიერი: თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა ქართულ გენშია

ამ წუთებში სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებას მართავს.

ღონისძიებას საქართველოში აკრდიტირებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები ესწრებიან.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

"2012 წელს, როდესაც ჩვენ ქვეყნის სათავეში მოვედით, ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი მთავრობა, როგორიც შეეფერება ჩვენს ხალხს. ვაცნობიერებთ, რომ თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა ქართულ გენშია და მიზნად ისახავს, ყველა ადამიანის უფლების დაცვას. ჩვენ ვართ ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტები, რასაც უზრუნველვყოფთ ადამიანის უფლებათა, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რომელიც ჩვენ შარშან მივიღეთ. ვამაყობთ ახლახანს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონით. კანონში დეტალურად არის აღწერილი საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვის საკითხები", – განაცხადა პრემიერმინისტრმა მიღებაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად