პრემიერი: თავი არ მოვიტყუოთ, განათლების სისტემა არაა მზად დისტანციურად სრულფასოვანი განათლება მისცეს ბავშვებს

ამის შესახებ, პრემიერმა, გიორგი გახარიამ “ღამის კურიერში” განაცხადა, სადაც სკოლებში მიმდინარე დისტანციურ სწავლებაზე ისაუბრა

“ის რომ დისტანციურად ჩვენი განათლების სისტემა არ არის მზად სრულფასოვანი განათლება მიცეს ჩვენ ბავშვებს, ფაქტია. აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ.

შეიძლება ცალკეული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენ ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს რეგიონებში, სადაც ელემენტალურ ინტერნეტზე არ წვდომა პრობლემა. ამიტომ, აქაც ძალზედ ადექვატურად უნდა შევაფასოთ სად ვართ.”-ამბობს პრემიერი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად