პრემიერი: თანაგრძნობას ვუცხადებ გერმანელ ხალხს ჰელმუტ კოლის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრემიერმინისტრი გერმანელი პოლიტიკური მოღვაწის, გერმანიის ყოფილი კანცლერის ჰელმუტ კოლის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

"მწუხარებას გამოვთქვამ გერმანელი პოლიტიკური მოღვაწის, გერმანიის ყოფილი კანცლერის ჰელმუტ კოლის გარდაცვალების გამო.

ჰელმუტ კოლის სახელს უკავშირდება გერმანიის გაერთიანება, რაც მსოფლიოს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის საქმეში და მშვიდობისათვის ბრძოლაში. 

ქართველ ხალხს გვახსოვს ჰელმუტ კოლის თანადგომა და დიდი მხარდაჭერა საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში, – დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იგი გვეხმარებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმაში ევროპასთან დასაახლოებლად. 

გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ჰელმუტ კოლის ოჯახს და გერმანელ ხალხს ამ დიდი დანაკლისის გამო", – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის წერილში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...