პრემიერი: ტაქსებში მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა არ წესდება, მეტრო ჩერდება

ტაქსებში მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა არ წესდება, მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც ჩერდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ტაქსებთან მიმართებაში არანაირი სპეციფიური შეზღუდვები არ წესდება გარდა პირბადის ტარებისა. მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა არ წესდება. რაც შეეხება მეტროს, როდესაც მე ვსაუბრობ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, მათ შორის ჩერდება მეტროც. ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, როგორც საავტომობილო, ასევე მეტროც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით მთელი რიგი შეზღუდვები წესდება, ხოლო კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00-ზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად