პრემიერი: სტონტელბერგის ვიზიტი საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის გზავნილია

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტონტელბერგის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ეს ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით უმნიშვნელოვანესი გზავნილი.

„დღეს იწყება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი სტონტელბერგი.

ეს ვიზიტი გახლავთ უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და განვითარების კუთხით. ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით, ასევე რა თქმა უნდა საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიზაციის რეფორმების მხარდაჭერის და აღიარების კუთხით.

ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისია, სადაც განხილული იქნება ძირითადი პაკეტის განხორციელების იმპლემენტაციის საკითხები, რაც უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით და ევრატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით.

რა თქმა უნდა გაიმართება ორმხირვი შეხვედრები გენერალურ მდივანთან და დელეგაციის სხვა წევრებთან“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

The post პრემიერი: სტონტელბერგის ვიზიტი საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის გზავნილია appeared first on iMtavroba.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად