პრემიერი: სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პროექტი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის ძალიან კარგი ფორმატი, რომლის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ ბევრი კარგი რჩევა და რეკომენდაცია, როგორ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ჩვენი რეგიონული მართვის პოლიტიკა, – ამის შესახეხბ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ “ფეისბუქლაივში” განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პროგრამის ბიუჯეტის გაორმაგების – 40 მილიონ ლარამდე გაზრდის შესახებ, რაც ქვეყნის მასშტაბიტ 3700 სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

“ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პროექტი, ვინაიდან სწორედ სოფლის მოსახლეობა წყვეტს, რაში დახარჯოს თანხა სოფელმა და რა არის პრიორიტეტი. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელსაც ვამკვიდრებთ. სახელმწიფო მოხელეები უნდა აკეთებდნენ იმ გადაწყვეტილების რეალიზაციას, რომელსაც მიიღებს მოსახლეობა და ამ შემთხვევაში – სოფელი. ვერც ერთ ადამიანს, რომლიც მმართელობის სისტემაში მუშაობს, ვერ ეცოდინება უკეთ, რა არის გასაკეთებელი. ეს პრაქტიკა ამგვარი კულტურის დაკვიდრების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. 1000 სოფელში უკვე ჩატარდა კრება, რომელშიც მინისტრებიც და მათი მოადგილეებიც მონაწილეობდნენ, ასევე აქტიური ჩართულობაა პარლამენტის და  ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად