პრემიერი: სიცხის შემთხვევაში არ მივიდეთ სამსახურში – შვილები არ გაუშვათ სკოლაში და საბავშვო ბაღში

„ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ კორონა ვირუსი, განსაკუთრებით მეორე ტალღა, რომელიც აშკარად გრძელვადიანი იქნება, ჩვენი სოციალური ქმედების სტილს შეცვლის. რაც უფრო სწრაფად შევიცვლით, მით უფრო ეფექტურად გაუმკლავდებით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც უფრო ადრე მიხვდება ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ პირბადე არის ყველაზე ეფექტური შესაძლებლობა ვირუსის გადაცემიდან თავის დაცვის და შენი პასუხისმგებლობის სხვა მოქალაქეების წინაშე განხორციელების, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მოქალაქეები გაიკეთებენ. რაც უფრო მეტი მოქალაქეები გაიკეთებენ პირბადეს, ვირუსის გავრცელების სისწრაფე შემცირდება.

მარტივ რაღაცას ვამბობ – გავიკეთოთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, დავიბანოთ ხელი. გაუფრთხილდეთ მოხუცებს, ხანდაზმულებს, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები, სიცხის შემთხვევაში არ  მივიდეთ სამსახურში. ჩვენი შვილები, თუ მათ ვხედავთ რომ რაიმე სიმპტომი აქვთ და სიცხე აქვთ, არ გაუშვათ სკოლაში და საბავშვო ბაღში და ამ დიდი წვეულებებს დავანებოთ თავი რაღაცა პერიოდით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად