პრემიერი:სირთულეების მიუხედავად საქართველოში პანდემიის შემოტევას გავუმკლავდით

სირთულეების მიუხედავად საქართველოში პანდემიის შემოტევას გავუმკლავდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლების, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის, მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობისა და მენეჯმენტის წყალობით საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება.

“გაერო წელს 75 წლის გახდა და წელს პირველად მისი არსებობის განმავლობაში გენერალური ანსამბლეა იმართება დისტანციურად. ეს ფორმატი უჩვეულოა და შეიძლება ისტორიულიც ვუწოდოთ, რადგან ამ დისტანციური ჩართვის მიზეზი გვაერთიანებს ყველას. დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის საერთო უხილავ მტერს – კოვიდ 19-ს. ადამიანების სიცოცხლეს რეგიონის თუ ცხოვრების დონის მიუხედავად საფრთხე დაემუქრა და ამ საფრთხესთან ბრძოლამ გადაფარა ის გამოწვევები, რაც ათწლეულებია გაეროს დღის წესრიგშია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაჩინა საფრთხეები. ჩვენ ყველა აღმოვჩნდით სირთულეების წინაშე, სირთულეების მიუხედავად საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ გავმკლავებოდით პანდემიის შემოტევას. რაც დაინახა და ერთხმად აღიარა მთელმა მსოფლიომ. პროაქტიური გადაწყვეტილებების, ხელისუფლების, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის და რაც მთავარია ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობისა და მენეჯმენტის წყალობით მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად