პრემიერი: შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და შესყიდვაზე იზრუნებს

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და შესყიდვაზე იზრუნებს.

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქართველომ უკვე გარკვეული თანხა გადაიხადა ქვეყანაში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით.

“შეიქმნა უწყებათაშორისი ჯგუფი, კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე როგორც ვაქცინების შესყიდვაზე. საქართველო გახლავთ კოლაქს-პლატფორმის წევრი ქვეყანა, ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ვაქცინის დროულად შემოტანა, ასევე ის ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა შს მინისტრს მოუწოდა, ის წესები, რომელიც დადგენილია შეზღუდვების პირობებში, პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური სიმკაცრით იყოს აღსრულებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად