პრემიერი: საბანკო შავ სიაში მყოფ პირებს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნოლდებათ

დღეს თითქმის 700 000 ადამიანს ტვირთად აწევს ჭარბვალიანობა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ამაზე ვსაუბრობდი მე, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში და ახალი მთავრობის დამტკიცების დროს პარლამენტში,  შემდეგ უკვე მთავრობის სხდომაზე დავდე პირობა, რომ წლის ბოლომდე გადავდგამდით პრინციპულ ნაბიჯენს ე.წ. შავი სიის პრობლემის მოსაგვარებლად.

მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები  და მოხარული ვარ, რომ როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორის უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის ე.წ. სესხების ამომღებმა ბიუროებმა გაიზიარეს ჩვენი პრინციპული პოზიცია, გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც შვებას მისცემს ასობითათასობით ოჯახს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ “ქართუს”, რომ არა ფონდის მხარდაჭერა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა.

მინდა განუმარტო საზოგადოებას, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებიდან, რომელთა ძირი თანხაც არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 -ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინასო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგესნ მილიარდნახევარ ლარს.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნოლდება ჩვენს მოქალაქეებს.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედი 150 ათასი სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე.

მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე.  ვალები განულების პროცესი დაიწყება 2018 წლის 15 დეკემბრიდან და 31 დეკემბერს დასრულდება.

600 ათასი მოქალაქე და მათი ოჯახები 31 დეკემბრამდე გარანტირებულად ამოვა მოვალეთა რეესტრიდან და ვალების გარეშე შეხვება ახალ წელს. ამ 600 000  მოქალაქის ვალების განულებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა მუშაობა გრძელდება და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ ჩვენს ინიციატივასთან შემოერთების პარალელურად ვალებისგან გათავისუფლებულ მოქალაქეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. “, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსნებთ, 2018 წლის 20 ივნისს მამუკა ბახტაძემ გააკეთა განცხადება, რომ    ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად