პრემიერი: შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრად უსაფრთხოებაზე მთელ ევროპაში

საქართველომ დაამტკიცა, რომ გახლავთ მდგრადი, და შედეგებზე ორიენტირებული ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო მზარდად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა უსაფრთხოების მიმართულებითაც, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოებამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

„საქართველოს ევროპული არჩევანი ეს არის ჩვენი ხალხის ცივილიზაციასა და ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რომელიც ჩვენმა ხალხმა საუკუნეების წინ მიიღო. საქართველო არასდროს ყოფილა ის ქვეყანა, რომელიც მოიხმარდა უსაფრთხოებას, პირიქით, საქართველო ყოველთვის იყო წინა ხაზზე იყო ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა. საქართველოს ევროპისთვის ბევრი აქვს შემოსათავაზებელი, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური განზომილებების გარდა, რომელშიც საქართველოს წვლილი შეაქვს. საქართველო მზარდად მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა უსაფრთხოების მიმართულებითაც. შავი ზღვის უსაფრთხოებამ მოიპოვა უზარმაზარი მნიშვნელობა და მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს აღნიშნულ საკითხებზე. ძვირფასო მეგობრებო! შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრად უსაფრთხოებაზე მთელ ევროპაში და საქართველო მზად არის ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი გახდეს აღნიშნული მიმართულებითაც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად