პრემიერი: სექტემბრიდან იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას” ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში განაცხადა, სადაც ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ადაპტირებული ვერსიით დაბრუნებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

„ეს არის იმის ერთადერთი გარანტი, რომ საქართველო შედგება როგორც წარმატებული და ერთიანი ქვეყანა 21-ე საუკუნეში. დღეს, ამ უმშვენიერესი ადგილიდან, ვარიანიდან მინდა, მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, ჩვენ დაგვებრუნებინა ქართულ სკოლაში „დედა ენა“. სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას“ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, ისევე, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში ისევე შეიყვარებენ ქართულ „დედა ენას“, როგორც ეს უყვარდათ ჩვენს წინა თაობებს და ეს წიგნი გვიყვარს ჩვენ“, – განაცხადა პრემიერმა და ასევე საზოგადოებას ვარიანიდან ვლაქერნობა მოულოცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...