პრემიერი: საზოგდოების აზრით კანაფის კულტივაციაზე კანონპროექტი უნდა გაწვეულიყო უკან, ასეც მოვიქეცით

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ “ქართული ოცნება” და ჩვენი პოლიტიკური გუნდი არასოდეს მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ისე, თუ ეს არ იქნება ქართულ საზოგადოებასთან ძალიან ფართო  კონსენსუსის შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის კომენტირებისას განუცადა. 

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა თავიდანვე განაცხადა, რომ კონსულტაციებს გაივლიდა ყველა მხარესთან, მათ შორის  საატრიარქოსთან და საზოგადოების მოსაზრებებს მოისმენდა.

“მოვისმინეთ კონკრეტული შეხედულებები ამ პროექტის შესახებ და მივიღეთ ძალიან ობიექტური გადწყვეტილება. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ხელწერა, რომ ყველა პროექტის წინაპირობად მიგვაჩნია ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი. საზოგადოებრივი შეხედულება და მოსაზრება იყო ის, რომ ეს კანონპროექტი უნდა გაწვეულიყო უკან და ასეც მოვიქეცით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად