პრემიერი: საზოგადოებას აქვთ განცდა, რომ პოლიტიკაში მეტი ახალი სახე გვჭირდება

“არსებობენ პარტიები, რომელთაც უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში”,-ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას აქვთ განცდა, რომ პოლიტიკაში მეტი ახალი სახე გვჭირდება.

“მსურს გითხრათ, რომ პარტიის თავმდჯომარემ ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, ჩვენ გუნდში გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე. სრულად ვუჭერ მხარს ამ გადაწყვეტილებას.

მოგეხსენებათ, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ინიციატივით მოხდა ახალ კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიასთან ერთად, 2024 წლიდან გვექნებოდა პროპორციული სარჩევნო სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ამავე დროს, რომ უფრო მეტად განვითარებულიყვნენ საქართველოში პარტიები და მათი წარმომადგენლობა პარლამენტში მეტი ყოფილყო. ეს გადაწყვეტილება დაკორექტირდა და ვფიქრობ, ეს ბუნებრივია.

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რაც ვიხილე, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ იმის სურვილი, რომ აიღონ პასუხისმგებლობა. საზოგადოებასაც აქვს იმის ჯანსაღი განცდა, რომ ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში გვჭირდება მეტი ახალი სახე.

ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არსებობენ პარტიები, რომელთაც უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.

აქედან გამომდინარე, ჩვენი ინიციატივა გულისხმობს, რომ მინიმალური ზღვარით, ფაქტობრივად ზღვარის გარეშე იყოს შემდეგი არჩევნების ჩატარება საქართველოში, რაც საშუალებას მოგვცემს რომ უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარალმენტში. ნებისმიერი ადამიანის ხმა, ყველა ჩვენი ამომჩევლის ხმა იყოს წარმოდგენილი, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მთავარ ხედვას, რომ საქართველო სრულფასოვნად უნდა ჩამოყალიბდეს საპარლამენტო რესპუბლიკად”,-განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...