პრემიერი: საუბედუროდ, ესპანეთში საქართველოს 1 მოქალაქე, 65 წლის კაცი გარდაიცვალა

ამის შესახებ, პრემიერმა, გიორგი გახარიამ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ესპანეთში ინფიცირებული იყო 3107 ადამიანი და გარდაიცვალა 375 ადამიანი, საუბედუროდ, ერთი საქართველოს მოქალაქე, 65 წლის მამაკაცი,”.

ცნობისთვის, ესპანეთში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 21 მარტს გარდაიცვალა.

” ესპანეთის სამეფოში კორონავირუსის ინფექციით გარდაიცვალა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ამავდროულად გახლდათ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტი. ესპანეთში ჩვენი საკონსულო ინფორმირებული იყო.მ იმის შესახებ , რომ აღნიშნულ მოქალაქეს აღენიშნებოდა კორონავირუსი . ის გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას. ესპანეთში საქართველოს საელჩო და საკონსულო იყო მუდმივ კონტაქტზე როგორც მისი პჯახის წევრებთან, ასევე კლინიკასთან. საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, საკონსულოს და საელჩოს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად