პრემიერი: სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგები უმარტივესად ჩამოიწერება

ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ ბუნებრივი დანაკარგები სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„კიდევ ერთი სასიხარულო და ასევე დიდი ხნის საკითხი, რომელიც გახლავთ სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის საკითხი, რომელიც, მე რაც თავი მახსოვს, სულ დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის. ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნეს სექტორს გაუმარტივებს ცხოვრებას და ოპერირებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად