პრემიერი: საქართველოს საკითხი ამერიკის პოლიტიკოსების დღის წესრიგში ერთ-ერთი უმთავრესია

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში ვიზიტს აფასებს.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ ამერიკის ხელისუფლების უმაღლესი დონის წარმომადგენლების მხრიდან მიიღო გზავნილი, რომ საქართველო-ამერიკას შორის პარტნირობა უნდა გაფართოვდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მივიღეთ ძალიან ძლიერი გზავნილები ამერიკის ხელისუფლების უმაღლესი დონის წარმომადგენლებისგან, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გაფართოვდეს, კიდევ უნდა გაღრმავდეს, ეს ეხება ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროს – უსაფრთხოების, სამხედრო მიმართულებით, ეს გახლავთ ეკონომიკური პარტნიორობა და ა.შ.
ვფიქრობთ, ეს არის უმთავრესი, მხარდაჭერის გზავნილი აშშ-ს მხრიდან, ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და საქართველოს საკითხი ამერიკის პოლიტიკოსების დღის წესრიგში არის ერთ-ერთი უმთავრესი და ძალიან მაღალი პრიორიტეტის მქონე“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...