პრემიერი: საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია! ვერასდროს ვერავინ შეეხება!

ამის შესახება საქართველოს პრემერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი. ვერასოდეს ვერავინ, საპენსიო ფონს ვერ შეეხება! და ეს უნდა იყოს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი. იმიტომ რომ ამ ქვეყანას არ აქვს ის ბუნებრივი რესურსები, რომ რეზერვები დააგროვოს ათეულობით მილიარდობით, რომელიც იქნება გარანტია სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ხანდაზმულობის პირობებში, მსგავსი ტურბულენტურების დროს ელემენტარული დაცულობა რომ ჰქონდეთ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ოთარ კახიძემ გიორგი გახარია ჰკითხა: იძულებით დაგროვილი დანაზოგს რატომ არ უბრუნებთ მოსახლეობას?

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად