პრემიერი: საპენსიო ფონდი აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის რომ ღირსეული პენსია იყოს

საპენსიო ფონდი არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოში პენსია იყოს ღირსეული“,-ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საეპნსიო ფონდის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

„საპენსიო ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატები იყვნენ წარდგენილი, მოხდა მათი დამტკიცება. ეს არის საჯარო ინფორმაცია. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ადამიანებით მოხდა დაკომპლექტება. მსურს რამდენიმე დავასახელო მაგალითისთვის, ფინეთის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი და ფინეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა ამაში განხორციელებული. მსოფლიოს ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არის წარმოდგენილი, ასევე საფრანგეთის საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი და სწორედ მსგავსი რანგის ხალხია ამ საბჭოში შეყვანილი.
კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ საპენსიო ფონდების გარეშე წამოუდგენელია ნებისმიერმა ქვეყანამ მიაღწიოს სოციალური დაცვის მაღალ დონეს და მაღალ ხარისხს. ჩვენ ვისმენთ ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან იაფფასიან პოპულიზმს. ამ საპენსიო ფონდებს ალტერნატივა არ აქვს. მსოფლიოს ვერცერთმა წარმატებულმა ქვეყანამ, წარმატებულმა ეკონომიკამ ვერ შეძლო მიეღწია სოციალური დაცვის მაღალი დონისთვის საპენსიო ფონდების გარეშე. საპენსიო ფონდი არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოში პენსია იყოს ღირსეული“, – განაცხადა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...