პრემიერი სამთავრობო ცვლილებებზე: მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები “ოცნების” გუნდის წევრი

ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას სამთავრობი ცვლილებებზე.

“მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ქართული ოცნების გუნდის წევრი. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ეს არის ცოცხალი პროცესი. ჩვენ გვაქვს პროგრამა საქართველოს პარლამენტში წარდგენილი და გვექნება განახლებული პროგრამა, შესაბამისად გუნდის დაკომპლექტებას იქნება სწორედ ამ პროგრამაზე დამოკიდებული.

ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგებზე. სწორედ ის პროგრამა, რომელიც შარშან წარვადგინეთ და ის პროგრამა, რომელსაც წარვადგენთ 2020 არჩევნებისთვის, არის განმსაზღვრელი და შესაბამისად ნებისმიერი პოზიცია დაკომპლექტდება ამ პროგრამის შესაბამისად”- განაცხადა ბახტაძემ.

ცნობისთის, ვრცელედება რომ შესაძლოა შემოდგომაზე ქვეყანაში სამთავრობო ცვლილენა მოხდეს. მოქმედი პრემიერი მამუკა ბახტაძე შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შეცვალოს. ხოლო შს მინისტრის პოსტი ისევ ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბაროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...