პრემიერი: სამედიცინო პერსონალზე, რომელიც კოვიდ-19-თან ბრძოლაში განსაკუთრებით ჩართულია, გარკვეული ფინანსური დახმარება გაიცემა

სამედიცინო პერსონალს, რომელიც განსაკუთრებითაა ჩართული „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ფინანსური დახმარების და წახალისების რაღაც ელემენტები სჭირდება და ეს აუცილებლად იქნება განხორცილებული. – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, აღნიშნული საკითხის შესახებ მინისტრთან საუბარი უკვე გაიმართა.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში ითხოვდნენ, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად