პრემიერი საკადრო ცვლილებაზე: თუ რომელიმე მინისტრი ტემპს ჩამორჩება, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს

თუ რომელიმე მინისტრი ტემპს ჩამორჩება, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს, – ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დასრულებამდე ჟურნალისტების კითხვის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს ეხებოდა.

„მე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2019-2020 წლებში ჩვენი ბიუჯეტი კონსოლიდირებული იქნება დაახლოებით 27 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, არ მაქვს მოლოდინი, რომ საკმარისი რესურსია ყველა გამოწვევასთან გასამკლავებლად, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოების ცხოვრება და პრობლემები, რაც არსებობს, შევამსუბუქოთ“, – განაცხადა პერმირმა.

ასევე, პრემიერის თქმით, თუ რომელიმე მინისტრი ჩამორჩება ტემპს გადაწყვეტილება საკადრო ცვლილებაზე არ დააყოვნებს.

„ბუნებრივია თუ რომელიმე მინსიტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რომელიც აუცილებელია რომ ჩვენს საზოგადოებას ვაჩვენოთ ის შედეგი რასაც ჩვენ შევპირდით, გადაწყვეტილებაა არ დააყოვნებს”, –  განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...