პრემიერი: საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას!

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. მთავრობა ერთთვიანი საგანგებო მდგომარობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტს მიმართავს.

განცხადება რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე ცხადდება.

აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად