პრემიერი: საერთაშორისო ორგანიზაციის სამუშაო ენას განსაზღვრავს პროტოკოლი-ყველა პრემიერმა განცხადება რუსულ ენაზე გააკეთა

სუამ-ი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრავს პროტოკოლი, ეს ერთი და მეორე, ეს იყო მასპინძელი მხარის თხოვნა და ყველა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური განცხადება რუსულ ენაზე გააკეთა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში, სუამ-ის სამიტზე რუსულ ენაზე გამოსვლასთან დაკავშირებით, ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

თავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ოპონენტების მცდელობა, აქცენტები შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხებიდან გაურკვეველ ფორმებზე გადაიტანონ.

„სუამ-ი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრავს პროტოკოლი, ეს ერთი და მეორე – ეს იყო მასპინძელი მხარის თხოვნა და ყველა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური განცხადება რუსულ ენაზე გააკეთა. ვფიქრობ, ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ცდილობს, შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხებიდან, როგორიცაა საქართველოს და უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა, ერთობლივი მიზნები და ამ მიზნების მიღწევა, აქცენტები გადაიტანოს რაღაც გაურკვეველ ფორმებზე, რაც ღიმილისმომგვრელია. მასპინძელი მხარე, რომელიც ცხელ კონფლიქტშია დღეს რუსეთთან, ასევე რუსულ ენაზე გამოვიდა და ეს იყო მათი თხოვნა. ჩვენი მხრიდან დემარშის მოწყობა ამ ნაწილში არათუ უადგილო იქნებოდა, იქნებოდა კონტრპროდუქტიული და ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რომელსაც ჩვენ დღეს უკრაინულ მხარესთან მივაღწიეთ “, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად