პრემიერი: სააკაშვილი თუ ჩამოვა დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის იმასაც დავიჭერთ

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარობაშვილი ამბობს, რომ თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვა – დაიჭერენ.

მისივე თქმით, ვინ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ხელს შეუშლის, მასაც დაიჭერენ.

“კიდევ ერთხელ ვიტყვი ყველას გასაგონად. ჯერ ერთი, ბავშვი არ დაბადებულაო და სახელს არქმევდნენო. თუ ჩამოდის ეს კაცი ჩამოვიდეს, თუ ჩამოვა დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის იმასაც დავიჭერთ” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ცნობისთვის, “კანონი და სამართლის” დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი ამბობს:

“მივმართავ ყველას ,ქართველებს , არაქართველებს ყველა მოქალაქეს! ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის , თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ,
ღირსეულად უნდა დავხვდეთ , რუსეთზე მომუშავე კლანურ მაფიურ მართლმსაჯულებას არ უნდა გავასამართლებინოთ , ჩვენი პრეზიდენტი ჩვენია , ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად , ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა! მოვითხოვოთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი,
მიეცეს მას სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება!✌️
პრეზიდენტი სააკაშვილი ბრუნდება და მშვიდობიან გზას ვუსურვებ მას!
კიევი -თბილისი ისტორიული რეისია !
ბევრჯერ შეგვეშალა და ამ ერთხელ აღარ შეგვეშალოს ძვირფასებო!
საქართველოს სჭირდება მაშტაბური ფიგურა ამ გაჭირვების ჟამს, სახელმწიფოს ვკარგავთ!✌️

 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში

კომენტარები
იტვირთება...