პრემიერი: რუსთავი 2-სა და ქიბარ ხალვაშს შორის დავა სასამართლოში უნდა გადაწყდეს

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის გახსნაზე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის  სასამართლო დავასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა და განაცხადა: 

"ჩემი პოზიცია ასეთია: რა თქმა უნდა ჩვენთვის მთავარი არის, რომ პროცესები აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართოს.

რაც არ უნდა შეეცადონ ჩვენი ოპონენტები მთავრობის მონაწილეობა დაინახონ და წარმოაჩინონ, ეს არის გამორიცხული. ჩემი პოზიცია არის შემდეგი, ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე დავა, რომელიც უნდა გადაწყდეს სასამართლოში. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას,

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...