პრემიერი: რუსეთში საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის კამპანიებისთვის 13 მლნ ლარი დახარჯვა სწორი იყო

ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 2013-2018 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის კამპანიებისთვის 13 მლნ ლარი ხარჯვას ეხებოდა.

“ეს თანხა მარკეტინგის ბიუჯეტის დაახლოებით 18%-ია. თქვენ რას ფიქრობთ, არ უნდა დახარჯულიყო? როდესაც სახელმწიფო მარკეტინგულ კამპანიას აწარმოებს, აუცილებელია, შევხედოთ უკუგებას, თითოეულ ინვესტირებულ თანხაზე რა უკუგებაა. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტის ფოკუსი მთლიანად გადასულიყო ახალ ბაზრებზე, ვინაიდან ეს ბაზარი ისედაც აქტიურად ვითარდებოდა.

ეს არის გადასახადის გადამხდელების თანხა. წელს ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ბიჯეტის ფოკუი გადასულიყო ახალ ბარზებზე, ვინაიდან ეს ბაზარი ესდაც აქტიურად ვითარდებოდა. საერთო მარკეტინგის 17-18 პროცენტი იხარჯებოდა წინა წლების განმავლობაში. წელს მოხდა მთლიანად რეფოკურისება ამ ბიუჯეტის. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამან საშუალება მისცა ძალიან ბევრ მოქალაქეს დაეწყო მცირე და საშუალო ბიზნესი და შეექმნა სამუშაო ადგილები.

საქართველოში ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა შემოდის თურქეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ყველგან ასე ხდება. სახელმწიფოს, რომელსაც ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ყველაზე დიდი რაოდენობის ტურისტები სწორედ იმ ქვეყნიდან შემოვა. ამაში რამე არალოგიკურია, რასაც ვამბობ? საქართველოში ტურისტული სექტორის განვითარებაში დიდი წარმატება გვქონდა და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი წარმატება გვექნება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მიერ არჩეული სტრატეგია იყო სწორი,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2013-2018 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის კამპანიებისთვის 13 მლნ ლარი დახარჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად