პრემიერი რუსეთიდან ფრენების დაფინანსებაზე: საოცარი შეფასებები ვიხილეთ, პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებს დიდი ფანტაზია აქვთ

“ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებს საკმაოდ დიდი ფანტაზია აქვთ“,-ამის შესახებ პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებას ეხებოდა.

“ამ ინიციატივის საოცარი შეფასებები ვიხილეთ. ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებს საკმაოდ დიდი ფანტაზია აქვთ. ყველაზე ნაკლები იყო ტურისტული კომპონენტი, რატომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იყო მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ჩვენს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქეების წინაშე. იცით, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში.
ჩვენ ვართ ზაფხულის პერიოდში, ბევრი ადამიანი გეგმავს, რომ ზაფხული გაატაროს საქართველოში, შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს ბაბუა, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენს მოქალაქეებს მსგავსი პრობლემები ექმნებათ, ჩვენ მხარში ამოვუდგეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პრობლემები მათგან დამოუკიდებლად ექმნებათ,“-აცხადებს პრემიერი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...