პრემიერი: რუსეთი აგრესორია და მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია!

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მას პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არ მოუსმენია, სადაც ის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ამბობს: „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა“. თუმცა, პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთი არის აგრესორი და მან მიიღო საქართველოში შემოჭრის გადაწყვეტილება.

„მე გავაკეთე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი რამდენიმე კვირის წინ. გუშინ ნამდვილად არ მომისმენია, სალომე ზურაბიშვილმა რა თქვა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – რუსეთი გახლავთ აგრესორი, მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არ დაწყებულა 2008 წელს, ეს დაიწყო გაცილებით ადრე, იმ დღიდან , როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. რა თქმა უნდა რუსეთი არის აგრესორი, მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში შემოჭრის და დაიწყო საომარი ოპერაციები, მოახდინა ჩვენი მოსახლეობის გამოდევნა ჩვენი ისტორიული მიწებიდან და მივიღეთ ჩვენ ჰუმანიტარული კატასტროიფა, რომელზეც მე ვსაუბრობ ყველა ფორმატში. ეს არის ჩვენი და ჩვენი მეგობრების შეფასება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ წინა ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოში არ გაითვალისწინა ინფორმაცია, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა და საქართველოს მოსახლეობას რისკი ვერ აარიდა.
„სხვა საქმეა, რომ სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ეს რისკი საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას, არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენი მეგობრები იძლეოდნენ, რომ რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის, ემზადებოდა საკმაოდ სისტემურად და ქმნიდა იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა, რომ საქართველოში ეს სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა“, – გაანცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერი აცხადებს,რომ მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო არჩვნებზე მხარიდ აუჭიროს სალომე ზურაბიშვილს, ამასთან, მამუკა ბახტაძე აქვე დასძენს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საგარეო ორიენტირები, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან არის გაცხადებული – ეს არის საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
„ეს გახლავთ საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობა, და ეს გახლავთ საქართველოში ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობა. სწორედ ამ მიზნებიდან, ამ ფილოსოფიიდან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერი: რუსეთი აგრესორია და მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია!
პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მას პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება არ მოუსმენია, სადაც ის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ამბობს: „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა“.
თუმცა, პრემიერი აცხადებს, რომ რუსეთი არის აგრესორი და მან მიიღო საქართველოში შემოჭრის გადაწყვეტილება.
„მე გავაკეთე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი რამდენიმე კვირის წინ. გუშინ ნამდვილად არ მომისმენია, სალომე ზურაბიშვილმა რა თქვა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – რუსეთი გახლავთ აგრესორი, მან მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არ დაწყებულა 2008 წელს, ეს დაიწყო გაცილებით ადრე, იმ დღიდან , როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. რა თქმა უნდა რუსეთი არის აგრესორი, მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში შემოჭრის და დაიწყო საომარი ოპერაციები, მოახდინა ჩვენი მოსახლეობის გამოდევნა ჩვენი ისტორიული მიწებიდან და მივიღეთ ჩვენ ჰუმანიტარული კატასტროიფა, რომელზეც მე ვსაუბრობ ყველა ფორმატში. ეს არის ჩვენი და ჩვენი მეგობრების შეფასება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ წინა ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოში არ გაითვალისწინა ინფორმაცია, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა და საქართველოს მოსახლეობას რისკი ვერ აარიდა.
„სხვა საქმეა, რომ სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ ააცილა ეს რისკი საქართველოს და ჩვენს მოსახლეობას, არ გაითვალისწინა ის ინფორმაციები, რომელსაც ჩვენი მეგობრები იძლეოდნენ, რომ რუსეთი ემზადებოდა ამ ომისთვის, ემზადებოდა საკმაოდ სისტემურად და ქმნიდა იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა, რომ საქართველოში ეს სამხედრო ოპერაცია განეხორციელებინა“, – გაანცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერი აცხადებს,რომ მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო არჩვნებზე მხარიდ აუჭიროს სალომე ზურაბიშვილს, ამასთან, მამუკა ბახტაძე აქვე დასძენს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საგარეო ორიენტირები, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან არის გაცხადებული – ეს არის საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
„ეს გახლავთ საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობა, და ეს გახლავთ საქართველოში ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობა. სწორედ ამ მიზნებიდან, ამ ფილოსოფიიდან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად