პრემიერი: როდესაც ეპიდემიოლოგიაზეა საუბარი პოლიტიკოსებს კი არ ვუსმენთ – ვუსმენთ ეპიდემიოლოგებს

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში განაცხადა.

“როდესაც ეპიდემიოლოგიაზეა საუბარი პოლიტიკოსებს კი არ ვუსმენთ, ვუსმენთ ეპიდემიოლოგებს. როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი ვზივართ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, მსხვილ საფინასო ორგანიზაციებთან და მათთან ვსაუბრობთ, და როდესაც მოქალაქეების პირდაპირ მიზნობრივ დახმარებაზეა საჭირო საუბარი, მაშინ პირდაპირ კავშირთან ვართ ჩვენს მოქალაქეებთან და არავის რჩევა, ასეთი სიტყვიერი, ჭორაობას დავარქმევდი  მე. თუ ვინმე რაიმეს თავი აქვს და შეუძლია ქვეყანას და ჩვენ მოქალაქეებს მივეხმაროთ, მოვიდნენ და იქ სადაც მოქალაქეებს მოხმარება ან დამხარება სჭირდებათ, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს, აი იქ დაგვეხმარონ და არა ტელევიზორიდან,  პოლიტიკური კეკლუცობის დრო არ არის”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად