პრემიერი: რაჭაში კაპიტალური ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი აღდგენა 2021 წლის გაზაფხულამდზე გაგრძელდება

„მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, რაჭაში სტიქია საკმაოდ მასშტაბური და მძიმე იყო სტიქიის ზონაში შედეგების აღმოფხვრა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საბედნიეროდ, პირველადი საჭიროების სამუშაოები მოსალოდნელზე სწრაფად დასრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა საკმაოდ სწრაფად აღდგა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ასევე, დღეის მდგომარეობით, ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ასევე ელექტროენერგია, თუმცა სტქიის ზონაში კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

დღეს უნდა ვიმსჯელოთ კაპიტალური სამშენებლო სამუშოებისთვის, განსაკუთრებით საგზაო მიმართულებით, დამატებითი თანხების გამოყოფის საკითხზე. რეალურად, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, კაპიტალური ინფრასტრტუქტურის სრულფასოვან აღდგენას დრო დასჭირდება. პროცესი დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდზე გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად