პრემიერი: ქვეყანაში საგანგებო მდომარეობის გარეშე, გარკვეული შეზღუდვები შენარჩუნდება

თუმცა, ვირუსი არსად წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

” რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, მაგრამ ამავდროულად, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანა ნელ-ნელა რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდეს.

სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე.

ყველას ძალან კარგად გვესმის, რომ ვალდებულება ნელ-ნელა, ფრთხილად, გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენი სოციალური მიმართულებით ყიოველდღიური ცხოვრებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს შესაბამისად კომენდანტის საათი. თუმცა, ვირუსი არსად წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზე ჯერ ვერავინ ვერაფერს ამბობს.

ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, ჩვენი მთავრობის, ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა, სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა, რომელსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ არის მნიშვნელოვანი.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს მსოფლიოში ღიად საუბრობენ კოვიდ19-ის მეორე ტალღის საფრთხეზე, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესაბამისად ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში ჩვენ დაგვჭირდება.

ეს ის შეზღუდვებია, რომელითაც შესაძლებელი გავუმკვლავდეთ ვირუსს და ფრთხილად, მაგრამ ეფექტურად ავამუშავოთ ჩვენი ეკონომიკა.

ჩვენ თხოვნით მივმართეთ პარლამენტს, ეს მუშაობა ახლა მიმდინარეობს და იმედია გარკვეული შეზღუდვები, რომელიც აუცილებელია ჯანდაცვის სფეროსთვის იქნას შენარჩუნებული“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად