პრემიერი ქობულიას გათავისუფლებაზე: გადაწყვეტილება მივიღე მე, მასთან საუბრის შედეგად

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე, “გიორგი ქობულია, რომელიც გუშინ დილით ამბობდა, რომ მინისტრია, თავად წავიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან თუ პრემიერმა გაუშვა?”

“ბუნებრივია, გოგა ქობულიამ გითხრათ ის, რაც უნდა ეთქვა, გადაწყვეტილება უნდა მიმეღო მე და მე ეს გადაწყვეტილება მივიღე მასთან საუბრის შედეგად.

ისევე, როგორც გადაწყვეტილება მივიღე ნათია თურნავასთან საუბრის შედეგად”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...