პრემიერი: ქედს ვიხრი თითოეული მეხანძრე-მაშველის თავდადების წინაშე!

პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მეხანძრე-მაშველებს და იმ ადამიანებს, ვინც ბორჯომის ტყეში ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობდა მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათ საქართველოს ძალიან დიდი სიმდიდრე შეუნარჩუნეს, ულამაზეს ტყე გადაარჩინეს განადგურებას. 

"მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ძალიან კრიზისული დღეები გამოვიარეთ. ამ დღეებში იყო ბევრი კრიტიკაც, იყო თბილი სიტყვებიც, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ არცერთი მთავრობის წევრის ვინც აქ ვიმყოფებით, შრომა არ არის მოსატანი ერთი ცალკეული ადამიანის თავდადებასთან, რომელიც ჩვენ ამ ბოლო დღეებში ვნახეთ, აი იმ წერტილებში, სადაც სიცოცხლის რისკიც იყო. ამ ადამიანებმა ძალიან დიდი მასივი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის, ულამაზესი ტყის გადაარჩინეს განადგურებას. ამიტომ მე ქედს ვიხრი თითოეული მათგანის თავდადების წინაშე.

უნდა გითხრათ, რომე ეს გამოწვევა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გადალახა", – განაცხადა პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...