პრემიერი: ჩვენს შეცდომებზე ქართული საზოგადოებისგან გზავნილი მივიღეთ

ასე შეაფასა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგი, სადაც 25 კანდიდატიდან საქართველოს მოქალაქეებმა პრეზიდეტნი ვერ აირჩია.

” ჩვენ შეცდომებზე ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი, იმაზე თუ რა კონკრეტული მოლოდინები აქვს ჩვენ საზოაგდოებას იმ კონკრეტულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მათ  და მათ ოჯახებს აწუხებთ. ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა, რომ უმოკლეს დროში ქვეყანაში ბევრი რამე შესაცვლელია. საზოგადოების ეს გზავნილი მიღებულია და გააზრებულია.

შესაბამისად, მეორე ტურში ვუზრუნველყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერების, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო, გუშინდელ არჩევნებში არ მიიღეს მინაწილეობა “, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის,  ცეკო-ს მონაცემებით, “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატს შორის მეორე ტური გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად