პრემიერი: პროპორციული სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას… ქვეყანას ეს სისტემა 2024 წლიდან ექნება

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ქართულ ოცნებაში დასრულებული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

“ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ პროპორციული სისტემა წინაგადადგმული ნაბიჯია ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ეს სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ და რომლის განხორციელებაც გვინდოდა. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ და ეს ჩვენ კონსტიტუციაში გვიდევს. არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარი 2020 წელზე იყო, მაგრამ ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება ისე, როგორც ეს კონსტიტუციაში ეწერა – 2024 წლიდან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად