პრემიერი: პროგრამა “გადაიღე საქართველოში” უდიდეს ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამ პროექტს საქართველოსთვის უდიდესი ეკონომიკური ეფექტი ექნება.

“პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის საპროდიუსერო კომპანიებთან. პროექტი ფინანსურად წაახალისებს ყველა პროდიუსერს, ვინც საქართველოში გადაწყვეტს ფილმის გადაღებას.

გარკვეული ხარჯების ჩამონათვალის ნაწილი, რომელსაც ჰქვია კვალიფიციური ხარჯები დაუბრუნდება პროდიუსერს და ეს პრაქტიკა არის აპრობირებული ძალიან ბერვ ქვეყანაში, რომელმაც ამ გზით ძალიან მნიშვნელოვან განვითარებას მიაღწია.

ეკონომიკური ეფექტი აქვს უდიდესი. გარდა ამისა, ხდება ქვეყნის ცნობადობის ზრდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას პრემიერმინისტრთან ერთად ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი, დავით ნარმანიაც დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...