პრემიერი: პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება მიუღებელია, როდესაც ნახევარიც კი არ აქვს სასჯელის მოხდილი

შეწყალების საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა და ამაზე პარლამენტმა და საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის პოლიციელის მკვლელის და სხვა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალება მიუღებელია.

„შეწყალების სისტემასთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად ფაქტია, რომ ცვლილებებს საჭიროებს და ამაზე თავად პრეზიდენტმაც განაცხადა. რა თქმა უნდა, ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩემთვის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არის მიუღებელი, ისევე, როგორც ყველა სახის მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის შეწყალება, როდესაც მას ნახევარიც კი არ აქვს სასჯელის მოხდილი. რა თქმა უნდა, არის საკანონმდებლო ცვლილებები საჭირო. პარლამენტმა და საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და მიიღონ”,- განაცხადა  გიორგი გახარიამ.

შეკითხვის საპასუხოდ,  თუ ვინ უნდა აგოს პასუხი განხორციელებულ შეწყალებასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პასუხისმგებელ პირს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად