პრემიერი: პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც პატივს სცემენ კონსტიტუციას, კონსუტაციებს გავმართავთ

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ სისტემას შესაძლოა მმართველობითი ეფექტურობის თვალსაზრისით ჰქონდეს თავისი უარყოფითი მხარეები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ის გააძლიერებს ქვეყანას.

პრემიერმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებთან შეხვედრებიც დაანონსა და განაცხადა, რომ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან გამართავენ კონსულტაციებს, რომლებიც კონსტიტუციას სცემენ პატივს.

“განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც საქართველო იმყფება, ამან შეიძლება მმართველობითი ეფექტურობის თვალსაზრისით ჰქონდეს თავისი უარყოფითი მხარე, მაგრამ მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდება.

რაც რა თქმა უნდა არის იმის საფუძველი, რომ საქართველ გახდეს უფრო წარმატებული ქვეყანა და უფრო წარმატებით დავძლოთ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს მიერ წარმოდგენილი მძიმე გამოწვევები.

ამასთან ერთად კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავსვა შემდეგს, რომ ჩვენ ვსაუბრობს მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომელიც პატივს სცემს ამ ქვეყნის მმავალს და ამ ქვეყნის კონსტიტუციას. იმათ ვისი ქცევაც იყო პროვოკაციური, რომელიც მოტივერბულია მუდამ რომ გავიდნენ საქართველოს კონსტიტუცური ჩარჩოდა, მათთან დიალოგი არ იქნება, მათ კანონი გასცემს შესაბამის პასუხს!

ნებისმიერი ადამიანი რომელიც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან მათ პასუხს გასცემს კანონი, რაც შეეხება კონსუტაციებს ის გაიმართება ყველასთან. მათ შორის არსებობს შესაბამისი ფორმატი რომელიც საქართველოს პარლამენტშია მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს დიალოგი შეეხება ყველას, როგორც პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ ძალებს, ასევე პარლამენტის გარეთ მყოფებს”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...